მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:24

23. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.25. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
1 იოვანე თავი 2
24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.
თავი გ̂. ძმათა მტყუართათჳს, ღმრთისა უარისმყოფელთა და ვითარმედ ქრისტეს აღსაარებაჲ არს მამისა ღმრთისმსახურებაჲ, და ვითარმედ მამისა დიდებისმეტყუელებაჲ არს ძისა ღმრთისმეტყუელებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ (2,24-25).:

თარგმანი: ამას დაუდებს საზღვრად შჯულთა კეთილად მორწმუნეობისათა, ვითარმედ: უკუეთუ უცვალებელად იპყრან მოძღურებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, განუყოფელ იყვნენ იგინი მახლობელობისაგან მამისა და ძისა, რომელი-ესე არს თავი აღთქუმათაჲ, რომელი-იგი ქრისტემან თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. და ჭეშმარიტად მახლობელობაჲ ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის