თარგმანი: ესე კუალად მეორე საცნაურებაჲ ღმრთისა ჩუენდა მომართთა სახიერებათაჲ, რამეთუ წინდად მერმისა მის საუკუნოჲსა ცხორებისა აქავე მომცა ჩუენ სულისაგან თჳსისა და მოვლინებითა ძისაჲთა აცხოვნა სოფელი.
1 იოვანე 4:14
13. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.14. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა.15. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.
1 იოვანე თავი 4