თარგმანი: იხილე, ვითარ ზე და ქუე აქცევს და მრავალ-მოქცევ ჰყოფს პატივსა ამას მართლ-აღმსარებელისასა, რაჲთა შეაჩუენნეს და განაქიქნეს მეტყუელნი იგი წვალებისანი, რომელნი ლიტონად კაცად და ძედ მარიამისსა უწოდეს და არა აღიარებდეს მას, ვითარ იგი არს ღმერთი ღმრთისაგან, მხოლოდშობილი სიტყუაჲ მამისაჲ და აღსასრულსა ჟამთასა ჩუენისა ცხორებისათჳს ჴორცშესხმული უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე.
1 იოვანე 4:15
14. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა.15. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.16. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.
1 იოვანე თავი 4