თარგმანი: ესე არს სიყუარულისა ღმრთისა ჩუენ შორის საცნაურმყოფელი, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, ვითარ-იგი მან თავადმან თქუა: რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს; ხოლო დამმარხველი მცნებათა მისთაჲ კადნიერებით წარმოდგების დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი თავადი იქცეოდა სოფელსა ამას შინა ჭირით და სიგლახაკით, ეგრეთვე ამან წარვლო გზაჲ იგი იწროჲ და საჭიროჲ სოფელსა ამას შინა. გარნა შენ იხილე, თუ ვითარ იყო იგი თავადი სოფელსა შინა. არამედ ესოდენ ზეშთა იყო სოფლისა, რომელ კადნიერებით ჴმობდა: მოვიდეს მთავარი იგი სოფლისაჲ ამის და ჩემ თანა პოოს არარაჲ. ესრეთვე უჴმს ყოველსა მორწმუნესა, რაჲთა, რაჟამს განიხილვოდის მთავრისაგან ამის სოფლისა, არცა ერთი რაჲ აქუნდეს სოფლიოთა ვნებათა და საეშმაკოთა ნივთთაგანი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი, და ესრეთ განცხადებულებაჲ აქუნდეს დღესა მას საშჯელისასა; ესე იგი არს კადნიერებითი და ურცხუენელი კეთილი სიტყჳს-გებაჲ.
1 იოვანე 4:17
16. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.17. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.18. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.
1 იოვანე თავი 4