მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 4:18

17. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.18. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.19. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.
1 იოვანე თავი 4
18. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ (4,18-19).:

თარგმანი: რომელმან ღმერთი მის შორის შეიწყნაროს ნიჭითა მით სულისა წმიდისაჲთა ქრისტეს მიერ, ესევითარსა მას არღარა ვისგან ეშინის, რამეთუ მიუღიეს ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.

მაქსიმესი: ახლად მოსრულისადა საჴმარ არს შიში მომაქცეველად ბოროტისაგან, ხოლო საშუვალსა ქმნითა კეთილისაჲთა შეექმნების ჩუეულებაჲ წესიერად და სათნოდ მოქალაქობისაჲ. და შორის მდგომარე არს იგი შიშისა და სიყუარულისა. ხოლო სრულ-ქმნილსა საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა სრულებით წარუმართებიეს თავი იგი კეთილთაჲ, რაჲთა არღარა შიშისათჳს, ვითარცა მონაჲ, ანუ სასყიდლისათჳს, ვითარცა მუშაკი, არამედ სიყუარულისათჳს, ვითარცა ძე, ჰმსახურებდეს ღმერთსა. გარნა ორნი იგი პირველ თქუმულნი საზომნი, დაღაცათუ მესამისასა უმდაბლეს არიან, არამედ თჳსსა ჟამსა იგინი უსაჴმარეს არიან, რამეთუ მოშიში დაღაცათუ უდარეს არს მოყუარისასა, არამედ იგიცა ჟამიერად იჴუმევს შიშსა, რაჲთა თჳსსა ჟამსა აღვიდეს საზომსაცა სიყუარულისასა და მიიწიოს მონებისაგან პატივსა შვილებისასა. რამეთუ ჯერე ეგრეთვე არს, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული მისი, რომელმან-იგი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის