თარგმანი: რომელმან ღმერთი მის შორის შეიწყნაროს ნიჭითა მით სულისა წმიდისაჲთა ქრისტეს მიერ, ესევითარსა მას არღარა ვისგან ეშინის, რამეთუ მიუღიეს ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.
მაქსიმესი: ახლად მოსრულისადა საჴმარ არს შიში მომაქცეველად ბოროტისაგან, ხოლო საშუვალსა ქმნითა კეთილისაჲთა შეექმნების ჩუეულებაჲ წესიერად და სათნოდ მოქალაქობისაჲ. და შორის მდგომარე არს იგი შიშისა და სიყუარულისა. ხოლო სრულ-ქმნილსა საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა სრულებით წარუმართებიეს თავი იგი კეთილთაჲ, რაჲთა არღარა შიშისათჳს, ვითარცა მონაჲ, ანუ სასყიდლისათჳს, ვითარცა მუშაკი, არამედ სიყუარულისათჳს, ვითარცა ძე, ჰმსახურებდეს ღმერთსა. გარნა ორნი იგი პირველ თქუმულნი საზომნი, დაღაცათუ მესამისასა უმდაბლეს არიან, არამედ თჳსსა ჟამსა იგინი უსაჴმარეს არიან, რამეთუ მოშიში დაღაცათუ უდარეს არს მოყუარისასა, არამედ იგიცა ჟამიერად იჴუმევს შიშსა, რაჲთა თჳსსა ჟამსა აღვიდეს საზომსაცა სიყუარულისასა და მიიწიოს მონებისაგან პატივსა შვილებისასა. რამეთუ ჯერეთ ეგრეთვე არს, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული მისი, რომელმან-იგი...