მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 4:5

4. თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან.5. იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.6. ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.
1 იოვანე თავი 4
5. იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა, რამეთუ უფროჲს არს, რომელი-იგი თქუენ შორის არს, ვიდრეღა რომელი-იგი სოფლისაგან. იგინი სოფლისაგანნი არიან. ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა. ჩუენ ღმრთისაგან ვართ. რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი (4,4-6).:

თარგმანი: სოფლად და სოფლისაგანად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდს, და მძლედ ესევითარისა მის სოფლისა იტყჳს შვილთა ღმრთისათა, რომელთა შორის მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ და სულისა. ხოლო სოფლისაგანთა მათ შორის განისუენებს ეშმაკი და თჳსნი თჳსთა ჰყუარობენ: სოფლის მოყუარენი ისმენენ სოფლისაგანთასა და ურჩ არიან ღმრთივ მოვლინებულთა მათ, ხოლო ჭეშმარიტნი ღმრთისმეცნიერნი მორჩილებით შეუდგან მოძღუართა მათ მათთა და ქადაგთა ჭეშმარიტებისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის