თარგმანი: სოფლად და სოფლისაგანად აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდს, და მძლედ ესევითარისა მის სოფლისა იტყჳს შვილთა ღმრთისათა, რომელთა შორის მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა მიერ და სულისა. ხოლო სოფლისაგანთა მათ შორის განისუენებს ეშმაკი და თჳსნი თჳსთა ჰყუარობენ: სოფლის მოყუარენი ისმენენ სოფლისაგანთასა და ურჩ არიან ღმრთივ მოვლინებულთა მათ, ხოლო ჭეშმარიტნი ღმრთისმეცნიერნი მორჩილებით შეუდგან მოძღუართა მათ მათთა და ქადაგთა ჭეშმარიტებისათა.
1 იოვანე 4:6
5. იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.6. ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.7. საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.
1 იოვანე თავი 4