თარგმანი: ამას მაცხოვარიცა ამხილებს ჰურიათა, ვითარმედ: "წამებასა ურთიერთას მიიღებთ და წამებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ" (). და კუალად: "მე ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ" (). ამისთჳს მართლმორწმუნეთა საუფლოჲსა მის ჴმისათა მარადის მათ შორის მკჳდრად მოუგიეს წამებული იგი მამისაგან თანა მამით და სულითურთ. ხოლო მტყუვრად გამომაჩინებელი ჴმისა მის საუფლოჲსაჲ ორგან განიკუეთების და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დაიდებვის.
1 იოვანე 5:10
9. უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს.10. რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს.11. და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს.
1 იოვანე თავი 5