თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგან შორს განვარდებიან ცხორებისაგან.
1 იოვანე 5:11
10. რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს.11. და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს.12. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს.
1 იოვანე თავი 5