თარგმანი: იხილე შემდგომად საუფლოჲსა მის ჴმისა სხუაჲცა წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან მამამან ძისა მიერ თჳსისა, რომელი-იგი თავადი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მორწმუნენი მისნი მის მიერ მიემთხუევიან ცხორებასა, ხოლო ურწმუნო ქმნულნი მისგან შორს განვარდებიან ცხორებისაგან.
1 იოვანე 5:12
11. და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს.12. რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს.13. ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა.
1 იოვანე თავი 5