მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 5:17

16. უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.17. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.18. ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს.
1 იოვანე თავი 5
17. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.
თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ. არს ცოდვაჲ სასიკუდინე. არა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს. და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე (5,16-17).:

თარგმანი: რომელი არა წარმდებებით და არცა მეცნიერებით, არამედ უმეცრებით სცთებოდის, ესევითარისა მის ცოდვაჲ არა სასიკუდინე არს. რამეთუ ვითარ-იგი არიან სენნი სასიკუდინენი და არა სასიკუდინენი, ეგრეთვე იხილვების ცოდვათაცა შორის. და ვითარ-იგი თქჳს მკურნალმან, ვითარმედ: ამისი სენი არა სასიკუდინე, არცა განსაწირველ არს; და კუალად სხჳსათჳს თქჳს: ამას არაჲ ეკურნების, რამეთუ სასიკუდინე არს; ეგრეთვე ცოდვანი — სენნი არიან სულისანი. და რომელი უმეცრებით ცოდვიდეს, ამისი სენი არა სასიკუდინე არს, არამედ ადვილად განიკურნების სწავლითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ. და კუალად, რომელი დაღაცათუ მეცნიერებით ცოდვიდეს, არამედ არა წარმოებებით, გარნა ჩუეულებისა მიერ იმძლავრებოდის, ეგევითარი დაღაცათუ მძიმედ საკურნებელ არს, არამედ არავე სრულიად სასიკუდინე, რამეთუ განიკურნების შეწევნითა წმიდათა ლოცვისათა, რაჟამს თჳთცა თანა-შეეწეოდის მათ, ქონებითა მტკიცისა სარწმუნოებისაჲთა ღმრთისა მიმართ და მოძღუართა მიმართ სულიერთა. ხოლო ცოდვა სასიკუდინე და ყოვლად უკურნებელ არს, რაჟამს ქონებითა ბოროტისა ურწმუნოებისაჲთა ცოდვასა ზედა-დაჰრთოს სასოწარკუეთილებაჲ მსგავსად იუდაჲსსა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის