თარგმანი: უკუეთუ ქმნითა სიმართლისაჲთა მიემადლების კაცსა ღმრთისაგან ყოფალჲ, ცხად არს, ვითარმედ სიმართლისა და ცოდვისა მოქმედებაჲ ერთბამად შეუძლებელ არს. ამისთჳსცა, რომელსა ენებოს, რაჲთა ღმრთისაგან იშვეს მოქმედებითა სიმართლისაჲთა, ესევითარი იგი დაიმარხავს თავსა თჳსსა შეუხებელად ყოვლისაგან ცოდვისა, და ესრეთღა ბოროტი მას არ შეეხოს. ხოლო თქუა რაჲ მოციქულმან დაცვაჲ თავისაჲ, პირსა დაუყოფს მწვალებელთა, რაჲთა არა თქუან კაცისათჳს, ვითარმედ ბუნებით ღმერთქმნულ არს; ესე ნუ იყოფინ; არამედ მადლით ღმერთ იქმნების, რაჟამს კრძალულებით დაიცვას თავი თჳსი ყოვლისაგან ბოროტისა და სიწმიდით მოქალაქობითა იქმნას მადლით შვილ ღმრთისა.
1 იოვანე 5:18
17. ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.18. ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს.19. ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.
1 იოვანე თავი 5