თარგმანი: ესე არს, რომლისათჳს პავლე იტყჳს, ვითარმედ: "გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (), რამეთუ მან თავადმან მოსლვითა თჳსითა მოგუცა ჩუენ ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ, და ვიცანთ რაჲ მამაჲ ძისა მიერ, შევირაცხენით ჩუენ მადლით, რაჲ იგი არს ბუნებით; და მადლითა მით შვილებისაჲთა ვიწოდენით ძმა ბუნებით ძისა ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან თქუა: "წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ" (). ესრეთ უკუე ძისა მიერ მოგუეცა ჭეშმარიტი ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ და მამისა მიერ მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოვიგეთ განუშორებელობაჲ ძისა მისისაჲ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.
1 იოვანე 5:20
19. ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.20. ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ.21. შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ.
1 იოვანე თავი 5