თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "განაქარვნეს?" — ესე იგი არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ ყოველივე იგი ამისთჳს ქმნა ღმერთმან და უსწავლელთა მიერ და უძლურთა და უაზნოთა მიერ არცხჳნა მდიდართა და სწავლულთა და ძლიერთა და აზნაურთა, რაჲთამცა მათი იგი ამპარტავანებაჲ და ქედმაღლობაჲ და ზუაობაჲ განაქარვა, და რომელ ჰგონებდეს თავთა თჳსთა თუ: ვართ რანი-მე. ხოლო ესე ყოველი მათდა მიმართ თქუა, რომელნი იყვნეს კორინთეს შინა ფილაფოსნი და მდიდარნი, რაჲთა მათცა დაუტევონ ზუაობაჲ იგი თჳსი და ერიცა არა შეუდგეს მათ, რაჟამს არა-კეთილსა ასწავლიდენ.
1 კორინთელთა მიმართ 1:29
28. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს;29. რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.30. მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 1