თარგმანი: კუალად მასვე ეტყჳს, ვითარმედ: ყოვლითა განმსდიდრდით მის მიერ. ვინაჲთგან უკუე მის მიერ გაქუს ყოველივე სიმდიდრე, და ღმრთისა მიერ არს სიმდიდრე თქუენი, ვითარ კაცთა შეუდეგითო და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ დაუტევეთ!
1 კორინთელთა მიმართ 1:5
4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.5. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,6. ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
თავი ა
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოვლითა განმსდიდრდით მის მიერ (1,5).:
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოვლითა განჰმსდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა (1,5).:
თარგმანი: სიმდიდრე რაჲ თქუა ყოვლითურთ, მყის ზედა-დაჰრთო, ვითარმედ: არათუ თავთა თქუენთა მიერი არს ყოვლით კერძოჲ ეგე განმდიდრებაჲ თქუენი, არამედ მას შინა, ესე იგი არს, მის თავადისა ღმრთისა მიერ. ვინაჲცა, რაჲსა კაცთა აჩემებთ ღმრთისა მიერსა მას ნიჭსა, რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან არა ხოლო სიტყუაჲ, არამედ მეცნიერებითცა თქუმაჲ სიტყჳსაჲ მოგანიჭა თქუენ. ვინაჲთგან იყვის სიტყუაჲ მოზრახვითი და არა მეცნიერებითი; და კუალად, არნ მეცნიერებაჲცა თჳნიერ სიტყჳსა, რაჟამს სიტყჳთ ვერ გამოიტყჳნ გონებით გულისჴმის-ყოფილსა მას. ხოლო თქუენ ორკერძოვე მდიდარ ხართ, სიტყჳთა და მეცნიერებითა ყოვლითა.
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის