მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 1:8

7. რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 1
8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან-იგი მტკიცე გყვნეს თქუენ სრულიად უბრალონი (1,8).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლნა გონებანი მათნი, რამეთუ თქუა რაჲ თუ "მტკიცე გყვნეს", უჩუენა, ვითარმედ შერყეულნი იყვნეს, რამეთუ სიმტკიცე მას უჴმს, რომელი შიშსა შინა დაცემისასა იყოს. ხოლო, თქუა რაჲ თუ "უბრალონი", გამოაჩინა, ვითარმედ ბრალსა ქუეშე იყვნეს.

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,8).:

თარგმანი: დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, ცხად-ყო ჯერეთ შერყეულობაჲ მათი, და "უბრალოებითა" განუცხადა, ვითარმედ ჯერეთ ბრალსა ქუეშე არიან; ესე იგი იყო ბრალი, რამეთუ ქრისტეს მიერ გამოჴსნილნი კაცთა ვიეთმე მიეჩემებოდეს. ამისთჳს უფროჲს ყოველთა ებისტოლეთასა ამას ებისტოლესა შინა მოიჴსენებს სახელსა ქრისტესსა ზედაჲსზედა და მრავალგზის, რაჲთა, ვითარცა მთრვალთა კაცობრივისა რაჲსმე სიბრძნისაგან, განფრთხობა-სცეს, და მხოლოდ ქრისტესა ოდენ შემშჭუალნეს გონებანი მათნი; რაჟამს მეცნიერ ყვნეს, ვითარმედ არავისი კაცთაგანისა, მოციქულისა გინა მოძღურისა, სახელი წოდებულ არს, დამბადებელი და განმაახლებელი, დამამტკიცებელი და განმწმეაგან, და ყოველთა განშჯაჲ კმა არს საშიშ-ყოფად მომაქცეველად ყოვლისაგან , რაჲთა განწმედილი დაემთხჳოს დღესა მას მეორედ მოსლვისა მისისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის