თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ერთისა მიმართ პურისა — ერთგუამ ჩუენ მრავალნი ესე ვართ. ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვთქუ რაჲ ზიარებაი, ნუ გგონიეს თუ მისდა ზიარებულთა კუალად სხჳსაცა ვისმე ზიარებად ჴელ-გუეწიფების. ამისთჳს განცხადებულად გეტყჳ, ვითარმედ ერთისა მის პურისაგან ზიარებითა ჩუენ მრავალნი ესე — ერთგუამ ვიქმნებით თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა. რამეთუ, ვითარ-იგი მრავალმარცულობაჲ იფქლისაჲ ერთ პურ იქმნების შეზელითა მით, ეგრეთვე ჩუენი სიმრავლე ერთგუამ ქმნილ არს ქრისტეს თანა წმიდისა მიერ ნათლისღებისა.
1 კორინთელთა მიმართ 10:17
16. სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?17. რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს.18. იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10