1.არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს.2.და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა;3.და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს;4.და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.5.არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა.6.და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა.7.ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.8.ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი.9.ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს.10.ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან.11.ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია.12.ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს.13.განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად.14.აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან.15.ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ:16.სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?17.რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს.18.იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა?19.რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს?20.არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.21.ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა.22.ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ?23.ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს.24.ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული.25.ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.26.რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.27.ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.28.ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.29.იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?30.უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ?31.გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ.32.დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა,33.ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ.
მოციქულისაჲ: ხოლო კერპთა ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს (8,1).
თარგმანი: ესე იყო მიზეზ ნაზორევთათჳს მხილებისა, რამეთუ იყვნეს ვინმე კორინთელთაგანნი მეცნიერნი, ვითარმედ არა პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, და ვითარმედ არარა არიან კერპნი, თჳნიერ ძელ და ქვა; ამისთჳსცა დაუყენებელად შევიდოდეს ბილწთა მათ ტაძართა საკერპოთა და ურიდად ჭამდეს მათ შინა დაგებულსა მას ტაბლებსა და გემოსა-იხილვიდეს ნაზორევისასა, რომელი-ესე თჳთ მათცა სავნებელ ექმნებოდა, განსრულებულთა მეცნიერებითა,...
პავლესი: განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ (10,13).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან იგინი იქადდეს, ვითარმედ ვიდევნენითო და ღუაწლი დავითმინეთ ფრიადი, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა შემთხუეულ არს თქუენდა მძიმე განსაცდელი, გარნა სუბუქი და უნდოჲ, რამეთუ კაცობრივად მცირესა იტყჳს.
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე განაგრძო მხილებაჲ მათი, აწ სიტკბოებით ეზრახების და საყუარელად თჳსსა უწოდს მათ. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა ხოლო ვითარცა დამაბრკოლებელობისათჳს უძლურთა მათ ძმათაჲსა, არამედ, ვითარცა განცხადებულისა კერპთმსახურებისაგან, განაყენებს მათ ჭამისაგან ნაზორევთაჲსა.
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:
...ელებაჲ. გარნა არა კმა არს გამოსლვაჲ ხოლო ეგჳპტით, არამედ ქუეყანასაცა აღთქუმისასა ჯერ-არს შესლვად, რამეთუ ებრაელნი იგი, ვითარცა პავლე იტყჳს, დაღაცათუ ზღუაჲ მეწამული განვლეს და მანანაჲ ჭამეს და სასუმელი იგი სულიერი სუეს, გარნა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ვერ შევიდეს, არამედ უდაბნოსა მას შინა წარწყმდეს.
ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთვე შეგუემთხჳოს. ამისთჳს ნუმცა უდებ და მცონარ ვართ, არამედ აწცა, ოდეს გუესმნენ სიტყუანი ბოროტთა მათ მსტოვართანი, შეასმენდენ რაჲ იწროსა მას და საჭიროსა გზასა და იტყოდინ, რასა-იგი მაშინ იტყოდეს მსტოვარნი ისრაჱლთანი, ნუ მივემსგავსებით ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.
ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.
გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხ...
...ელთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და მოქალაქობისაცა სათნოჲსა მოგებად; რამეთუ უკუეთუ მოქალაქობაჲცა ღირსი სარწმუნოებისაჲ არა ვაჩუენოთ, დიდი მომეჴადოს ჩუენ სასჯელი. და ესე გამოაჩინა პირველითგანვე ნეტარმან პავლე, რამეთუ იტყჳს: „ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ცხონდეს, არამედ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა“. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულისმთქუმელ ბოროტისა. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე გჳბრძანებს და ამის ჯერისათჳს მრავალნი სწავლანი და მრავალნი იგავნი შემოიხუნა, ვითარცა იტყჳს, ვითარ-იგი მრავალნი სასწაულთაცა იქმოდეს და ეშმაკთა განასხმიდეს და სატანჯველადვე მიეცნეს, რამეთუ საქმენი კეთილნი არა შეიკრძალნეს. და კუალად, იგავი იგი ათთა ქალწულთაჲ და ბადისა მის სათრომელისაჲ და თესლისა მის ეკალთა შინა დარდომილისაჲ და ხისა მის უნაყოფოჲსაჲ, - ესე ყოველნი ამისთჳს წარმოგჳთხრნა, რაჲთა საქმესა სათნოებისასა მოსწრაფე ვიყვნეთ. რამეთუ სარწმუნოებასა არა ფრიადი უჴმს შრომაჲ; ამისთჳს არა მრავალნი სწავლანი წარმოთქუნა მისთჳს უფალმან, ხოლო საქმეთათჳს კეთილთა მრავალნი წარმოთქუნა სწავლა...
...ბანილ იყვნეს მუნ ბრმანი, და არარაჲ ესევითარი იპოვა, არამედ მუნცა ძალი ქრისტესი იყო. ამისთჳს თარგმანებაჲცა სახელისაჲ შესძინა მახარებელმან, ვითარმედ: „რომელი ითარგმანების მოვლინებულად“ (9,7); ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“. ვითარცა უკუე კლდე იყო ქრისტე სულიერი, ეგრეთვე სილოამი არს სულიერი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ მეყსეულად მოსლვაჲ იგი წყლისაჲ მის მოასწავებს საიდუმლოსა დაფარულსა, რომელ არს მოულოდებელობაჲ იგი გამოჩინებისა მისისაჲ.
არამედ იხილე ბრმისა მის გონებაჲ, ყოველსა ზედა მორჩილი, რამეთუ არა თქუა ყოლადვე, ვითარმედ: უკუეთუ თიჴაჲ ესე არს და ნერწყუაჲ, რომელმან აღმიხილნეს თუალნი, რადღა საჴმარ არს ჩემდა სილოამ? ხოლო უკუეთუ სილოამი საჴმარ არს, რად საჴმარ არს ნერწყუაჲ ესე, და თიჴაჲ რაჲსათჳს მცხო, ანუ რაჲსათჳს მიბრძანა დაბანაჲ? გარნა არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ ერთისა საქმისა მიმართ ოდენ განმზადებულ იყო, რაჲთამცა ყოველსა ზედა ბრძანებული მისი აღასრულა. უკუეთუ კულა ვინ იტყოდის, თუ: ვითარ, მოიჴადა რაჲ თიჴაჲ იგი, მაშინ აღიხილნა, ვინაჲთგან იგი იყო თუალთა მისთა აღმასრულებელი? არარაჲ სხუაჲ ვჰრქუა მას, გარნა ესე, ვითარმედ: ჩუენ არა უწყით, თუ ვი-თარ იქმნა. და...