თარგმანი: განცხადებულად მაყენებელ არს ჭამად ნაკერპავთაგან. დაღაცათუ ვერ ლიტონად, არამედ მიფარულად-რე იტყჳს სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ძალი რაჲმე არს კერპთა შინა. ამისთჳს განყენებასა მას მაუწყებელისა მისთჳს ბრძანებს, და არა იჭჳსა, არამედ სჳნიდისისათჳს მაუწყებელისა მის, რაჲთა არა იწყლას გულისსიტყჳთა; რამეთუ მან არა უწყის, ვითარმედ: შენ ამით გულისსიტყჳთა შჭამ, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ხოლო კერპნი უსულო და არარა არიან, არამედ მას ნაზორევი იგი კერპთად შეურაცხიეს.
27. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს.28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10