მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:29

28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?30. უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იჭუსა მას ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა (10,29).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: სჳნიდისსა ვიტყჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ "მოყუსად" მაუწყებელსა მას ნაზორევობისასა წარმართსა იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსისა სჳნიდისისა მხილებისაგან, არამედ მოყუსისა სჳნიდისისა განკითხვისაგან ვაკრძალებ მჭამელსა მას.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის