თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უკუეთუ მე მადლით ვჭამ; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მე ესევითარი მადლით გამოჴსნაჲ მომიღებიეს, რომელ ზეშთა ქმნულ ვარ ჰურიაებრსა მას სიწლოსიჴშოსა ჭამადთა კრძალვისასა, და ამისთჳს ვჰმადლობ განმათავისუფლებელსა ჩემსა; არამედ რადღა საგმობელ ვჰყოფ მადლსა მას და მადლობასა, რომელ ვჰყოფ? რამეთუ დაღაცათუ მადლობით ვინ ჭამდეს, უჴმს-ვე კრძალვაჲ მგმობართაგან, რომელნი-იგი უმეცრებითა გონებისაჲთა ჰგმობენ ხილულსა მას უკრძალველობასა ჭამადთასა.
29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან?30. უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ?31. გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10