თარგმანი: ესრეთ ბუნებისა შჯულთა შედგომითა სახელოვან ჰყოფს საქმესა ამას, ვითარმედ, მაშინ ჯეროვან არს, რაჟამს მორჩილებითა ბუნებითთა შჯულთაჲთა იქმნებოდის მამაკაცისა კუეცაჲ, ხოლო დედაკაცისაჲ — გარდატევებაჲ თმათაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 11:14
13. თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ?14. არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა.15. ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11