თარგმანი: კუალად პირველსავე სიტყუასა მოვიდა. და იხილე, ვითარ არა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გლახაკთაცა მისცემდით საზრდელისაგან თქუენისა", —არამედ, რომელი-იგი ამისსა უმაღლეს არს, ვითარმედ: "ურთიერთას ჰგებდით". ესე იგი არს, ვითარმედ: ნურარას უმეტესსა გლახაკისასა იჴუმევთ მდიდარნი, არამედ სწორებით მიღებისათჳს ურთიერთას ჰგებდით. და უკუეთუ ვინმე ესე არა ყოს, არცაღა საიდუმლოჲსა მის სერობისა ღირს იყოს ეგევითარი იგი.
1 კორინთელთა მიმართ 11:33
32. ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.33. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით.34. ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11