თარგმანი: რამეთუ ჩუენ, მამაკაცნი, თჳთმფლობელად შეუქმნივართ ღმერთსა, რაჲთა არავისსა ქუეშე ვიყვნეთ ქუეყანასა ზედა, არამედ ყოველთავე ვჰმთავრობდეთ. ამისთჳსცა არა ჯერ-არს თავთა ჩუენთა ზედა აღყვანებაჲ. ჴელმწიფებასა ვისსამე, რომელნი-ესე არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან ქუეყანასა ზედა, რამეთუ დაბურვაჲ თავისაჲ ჴელმწიფებისა რაჲსმე თავსა ზედა დადგმისაჲ გამომსახველი არს, ვინაჲთგან ნაცვალ ჴელმწიფისა არს საბურველი თავისაჲ, რომლისა ჩუეულებაჲ აქუს დედათა დაბურვად, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ქმრისა ჴელმწიფებაჲ მდებარე არს მის ზედა. ხოლო რომლისა თავი თავისუფალ იყოს ჴელმწიფისაგან, ესევითარი იგი არცხუენს მას დაბურვითა, ვინაჲთგან საბურველი გამომსახველი არს ჴელმწიფებისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 11:4
3. და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი.4. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა.5. და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11