მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:11

10. რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.11. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.12. ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
11. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს (12,11).:

თარგმანი: კეთილად შეისწავე სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ მბრძოლთათჳს სულისათა, რომელნი-იგი არაწმიდებით იტყჳან, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ არს სული წმიდაჲ თავით თჳსით მოქმედებად თჳნიერ მამისა. არამედ შენ ამიერ იცან, ვითარმედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული და არა თჳთ მოქენე, რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია მას, ვითარცა მონასა. არამედ თჳთ სხუათა აქმნევს მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით, რამეთუ თჳთ თავადი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის