1.ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.2.უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.3.ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.4.ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს.5.და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს.6.და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის.7.ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს.8.რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა,9.და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,10.რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.11.ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.12.ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე.13.რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს.14.და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ.15.უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი?16.ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი?17.უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი?18.აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.19.ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?20.ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი.21.ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ.22.არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს.23.და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ.24.და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი,25.რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი.26.და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი.27.თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.28.და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ.29.ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ?30.ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?31.ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ.
მოციქულისაჲ: ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: ახლად ნათელ-იღიან რაჲ მორწმუნეთა მათ, სულიერთა მადლთა ღირს იქმნებოდიან: რომელიმე - ენათა მეტყუელებასა, და რომელიმე — წინაჲსწარმეტყუელებასა და სხუაჲ — სხუასა რასმე. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველი ნათელღებული უეჭუელად მიიღებს სულსა წმიდასა, ხოლო მადლი სულისა ყოვლადწმიდისაჲ უხილავ არს და გონებითა ოდენ დასარწმუნებელ. გარნა იგინი, ვითარცა უსწავლელნი ძუელთა წიგნთანი და ახალმოქცეულნი წარმართობისაგან, უხილავისა...
6. კერპთაყვანისმცემლობის ამაოება და იაკობის გამართლება (31:36–40):
...ტესობების ღირსქმნილნი, უგრძნობ ქვებს თაყვანს სცემენ და არც ირცხვინებიან, არ დაფიქრდებიან, რა უაზროა ეს, არამედ, უტყვ ცხოველებივით, მხოლოდ ჩვეულებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც პავლე ასე წერს: „უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (). და კარგად თქვა: „უჴმოთა". და თქვენ, ამბობს, ხმიანებს, სმენითა და სიტყვით დაჯილდოებულებს, უტყვ ცხოველებივით იმისკენ მისწრაფდებოდით, რასაც არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. და რა მოწყალება შეიძლება ასეთ ადამიანთა მიმართ! მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს მართალი, გამხნევებული ლაბანის აღიარებით და იმითაც, რომ ლაბანმა ვერანაირი კარგშეხედული საბაბი ვერ იპოვა საყვედურისთვის. „განრისხნა, — ნათქვამია, — იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა". შენიშნე, როგორ თვით კამათშიც ავლენს სულის სათნოებას: „რაჲ არს, — ეუბნება, — ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი, რამეთუ მდევნი?" (). რისთვის, ანუ ასეთი სისწრაფით დამედევნე? რა უსამართლობაში შეგიძლია დაგვადანაშაულო? რა დანაშაულში? უფრო მეტიც, ის შეურაცხყოფაც მოგვაყენე, რომ ჩემი მთელი ქონება გაჩხრიკე! **„რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:
...(იოან. 6,44) არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შენ ჰზრუნავ თავისა შენისა, და უკუეთუ შენ საქმენი შენნი ჰქმნნე კეთილად, სხუათათჳს არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს, ხოლო მღდელი დაღაცათუ თჳთ სათნო იყოს და შენსა ცხორებასა არაკეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეჰენიად წარვალს; და მრავალგზის თჳთ კეთილად არნ და თქუენთა ცოდვათათჳს წარწყმდის, უკუეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნაჲ მოსწრაფებისაჲ, არა ქმ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:
...ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“ რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა, ესე იქმს შუენიერებასა, ესე შეამკობს პირსა, ესე არს სანთელი ყოველთავე ასოთაჲ, რამეთუ ვითარცა მზჱ არს სოფლისა ნათელ, ეგრეთვე თუალი - გუამისა. უკუეთუ მზჱ დააბნელო, ყოველივე სოფელი წარგიწყმედიეს, და უკუეთუ დააბნელნე თუალნი, ფერჴნიცა უჴმარ იქმნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი....