თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა არა იყოს განხეთქილება გუამსა შინა, რომელი-იგი დაჴსნილ და უგუამო ჰყოფს მას. რამეთუ ამით სიტყჳთა უმეტესისა მადლისა მიმღებელთა მათ შეაშინებს, ვითარმედ, უკუეთუ არა ფრიად ზრუნვიდენ, რაჲთა არცა ერთისა ვის განჭრაჲ იქმნას უმცირეს საგონებელთა მათ ასოთაგანისაჲ, იგინიცა დაიჴსნებიან ერთ გუამ ყოფისაგან ეკლესიისა და თავ ყოფისაგან ქრისტესსა, რამეთუ ერთობითა მოგუეცემის გუამ ყოფაჲ მისი.
1 კორინთელთა მიმართ 12:25
24. და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი,25. რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი.26. და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12