თარგმანი: ვინაჲთგან შემდგომითი-შემდგომად განაწყვნა პირველობანი ესე და შემდგომობანი მადლთანი, რაჲთა არა მიზეზ-სცეს მათ ესე ურთიერთას ჴდომისა და შურობისა, ამისთჳს კუალად კითხვის სახედ წარმოიტყჳს მათ მასვე წესსა ზედა შემდგომობისასა. ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუმცა ყოველნი ერთ იყვენით, სადამცა იყო თითოსახეობაჲ ასოთაჲ? უკუეთუმცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ, სადამცა მოციქულნი? უკუეთუმცა ყოველნი მოციქულ, სადამცა მოძღუარნი? ვინაჲცა განწესებაჲ ესე თითოსახეობისაჲ უმარგებელეს არს, რაჲთა თითოეულისადა მოყუასი საჴმარ იყოს.
1 კორინთელთა მიმართ 12:29
28. და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ.29. ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ?30. ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12