თარგმანი: ამიერითგან დაჰჴსნის შფოთებასა მათსა, რომელნი-იგი ეშურებოდეს ურთიერთას მიღებასა მას ზედა მადლთასა. და ვინაჲთგან განყოფაჲ თქუა, ამით მათ დაამდაბლებს, რომელნი აღზუავებულ იყვნეს უდიდესისა მადლისა მიღებითა უმცირესისა მადლისა მიმღებელთა მათ ზედა, ვითარმედ: არა თავით თჳსით აქუს, არამედ განმყოფელისა მისგან მიუღებიეს. და უკუეთუ მიუღებიეს, რაჲსაღა იქადიან? ხოლო კუალად, ვინაჲთგან ყოველსავე დიდსა და მცირესა ზოგად მადლად სახელ-სდვა ამით კუალად სიმცირესა მას ზედა მადლისასა შეწუხებულსა მას ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ, დაღაცათუ მცირე არს, არამედ მისვე მადლთა განმყოფელისაგან მოცემულ მადლ არს. ამისთჳსცა ნუ მცირე გიჩნს, ნუცა მის ძლით ეშურები უმეტესისა მადლისა მიმღებელსა მას, რამეთუ შენიცა ეგე - მადლივე არს. და კუალად, მისი იგი მას არა თავით თჳსით აქუს, არამედ მისგანვე მოუღებიეს, რომლისაგან შენ. ამისთჳს გულსავსე იყავ, ვითარმედ განმყოფელმან მან მადლთამან ჯეროვნად იცის თითოეულისა თჳსსა შემსგავსებულსა მიცემად. ამისთჳსცა ნუ ხოლო მადლად და ნიჭად, არამედ მსახურებადცა შეგერაცხენ, რამეთუ უმეტესობაჲ მადლისაჲ უმეტესობასაცა მოქენე არს მსახურებისასა....
1 კორინთელთა მიმართ 12:4
3. ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.4. ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს.5. და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12