თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა საწუთროსა ამას თანა დაიჴსნების, არამედ მერმესა მას საუკუნესა თანა დაუჴსნელ და დაუსრულებელ არს. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: თჳთ აქავე არაოდეს დაიჴსნების, ვინაჲთგან ყოვლისავე თავს-დებად განმზადებულ არს.
1 კორინთელთა მიმართ 13:8
7. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.8. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.9. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 13