თარგმანი: იხილე, ვითარ დაამდაბლებს ენათა და ზეშთა მათსა ჰყოფს წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ თჳთ სახელი ესე სასწაულთაჲ არა მარადის კეთილსა ზედა მოიღებვის, ვითარ-იგი უფალი ითქუმის სასწაულად სიტყჳსსაგებელად; ვინაჲთგან არს მრავალგზის, რომელ არა ხოლო ურგებ, არამედ მავნებელცა ექმნებიან სასწაულნი ურწმუნოთა და განდრეკილთა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ვედრებით ითხოვს: "ყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ" (); ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული იტყჳს ურწმუნოთა მიერ თქუმად სასწაულსა მას ზედა ენათასა, ვითარმედ: "ჰბორგთ". ხოლო მორწმუნეთა არარად ეჴმარებიან სასწაულნი, რამეთუ თჳთ მადლითა ღმრთისაჲთა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათჳს იქმნებიან იგინი, რაჲთა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ.
1 კორინთელთა მიმართ 14:22
21. რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი.22. ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს.23. აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14