მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:27

26. რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ.28. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ (14,27).:

თარგმანი: უსაკუთრესობასავე თანა ესრეთ უსრულეს არს: უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი ანუ უმრავლეს სამნი, და თჳსად-თჳსად, და ერთი გამოსთარგმანებდინ. ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ უზომოდ მრავალნი, ნუცა უწესოდ და აღრეულად, არამედ ორნი ანუ თუ სამნი, და იგინიცა ნუ ერთბამად, არამედ თჳს-თჳს, რაჲთა არა შერევნაჲ და შფოთი იქმნას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის