თარგმანი: კუალად პირველთავე სიტყუათა მიერ უჩუენებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს ენათასა საძიებელ და საბაძველ არს. და სიტყუად ენათა არავე აყენებს. თჳნიერ ამას ხოლო ეძიებს შუენიერებად და წესიერებად, რაჲთა დედანი მათნი ყოვლად დუმდენ ეკლესიასა შინა, ხოლო მამანი, რაჟამს ორნი ანუ სამნი იტყოდიან ენათა, რაჲთა ერთი გამოსთარგმანებდეს.
1 კორინთელთა მიმართ 14:39
38. ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ.39. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წანაწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით.40. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14