თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა თქუენთჳს, არამედ ჩემთჳს ვთქუა, ვითარ თუმცა მოსრულ ვარ თქუენდა და ვიტყჳ ენათა, ვერარას გარგებ, უკუეთუ არა განცხადებულ იყვნენ თქუენდა სიტყუანი ჩემნი, და უკუეთუ არა მეცნიერებითა აღსავსე იყვნენ, უკუეთუ არარას გიწინაჲსწარმეტყუელებდენ, ანუ არა სწავლასა მოძღურებითსა განმარტებით წინა-დაგიდებდენ.
1 კორინთელთა მიმართ 14:6
5. მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.6. ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 14