მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:12

11. აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?13. უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდომილ არს (15,12).:

თარგმანი: აწღა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ზემოჲთგანვე დაწყებითა სიტყჳსაჲთა დასამტკიცებელ გუამთა აღდგომისა ჰყოფს აღდგომასა ქრისტესსა, რამეთუ იგი არს თავი, და ჩუენ — გუამ მისსა. ვინაჲცა უეჭუელად შეუდგს აღდგომასა თავისასა მის თანავე აღდგომაჲ ასოთაცა გუამისათაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის