თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სხუანი იგი აღამაღლნა და თავი თჳსი დაიმდაბლა, აწ აჩუენებს ქადაგებისა ერთობასა, ვითარმედ: დაღაცათუ საზომითა განვიყოფებით, არამედ მითვეობითა ქადაგებისაჲთა ერთ ვართ ყოველნი, ერთისა უფლისა და ერთისა სარწმუნოებისა ქადაგებითა.
1 კორინთელთა მიმართ 15:11
10. ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა.11. აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15