თარგმანი: ზემო დაწყებასა შინა სიტყჳსასა ძმად წოდებითა ერთბამად მამშჳდებელცა ექმნების, და მომაჴსენებელცა ნიჭისა მის ქრისტესისა, რომლისა განჴორციელებითა ყოველნი ერთ ძმა ვიქმნენით. ხოლო აწ ზემოსა მას ხარებასა ზედა დაჰრთავს მიღებასა, ვითარმედ: არა ხოლო სიტყჳთ გასმიეს ქადაგებაჲ აღდგომისაჲ, არამედ ნიშთა და ძალთა მიმღებელობითა დაგიმტკიცებიეს. გარნა შენ იხილე სიბრძნე პავლესი, ვითარ შერყეულთა მათ ეტყჳს, ვითარმედ: "სდგათ", რაჲთა ჩემებითა უმეცრებისაჲთა არა ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისსა შემდგომად წინა-დაუდებს სარგებელსაცა დგომისასა და ეტყჳს: "რომლითაცა სცხონდებით". ესე იგი არს, ვითარმედ: ესე არს სიცოცხლე თქუენდა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სარწმუნოებასა ზედა გუამთა აღდგომისასა.
1 კორინთელთა მიმართ 15:2
1. ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ.2. რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა.3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15