მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:34

33. ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი.34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ (15,34).:

თარგმანი: ვინაჲთგან არს ბოროტსაცა ზედა განფრთხობაჲ შუებითა და მთრვალობითა, ამისთჳს უცოდველად და სიმართლით აწუევს განფრთხობად, ესე იგი არს, რაჲთა ბოროტისაგან ადრე შეიცვალებოდინ, ხოლო კეთილისაგან ეგნენ უცვალებელად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის