მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:35

34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ.35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ?
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი, ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ? (15,35).:

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "თქუენ იტყჳთ", არამედ სხუათა ვიეთმე პირსა აჩემებს თქუმულთა ამათ, რაჲთა დაუმძიმებელ ყოს მხილებაჲ იგი. ხოლო ესე არს ბრალი მეტყუელთაჲ მათ, რამეთუ ურწმუნო არიან ერთგზის დაჴსნილისა ამის გუამისა კუალად აღდგინებასა, და გამოეძიებენ, თუ: დაღაცათუ არს, სხჳთა-მე ჴორცითა ყოფად არს აღდგომაჲ იგი, ანუ თუ ამითვე, აწ განხრწნილითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის