მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:4

3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს,4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს,
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს (15,3-4).:

თარგმანი: არა მეყსეულად აღდგომისაგან იწყებს, არამედ ქრისტეს სიკუდილსა წინა-დასდებს და მიზეზად სიკუდილისა მისისა ჩუენთა ცოდვათა თანანადებისა გარდაჴდასა იტყჳს, რაჲთა სიკუდილითა მისითა გამომიჴსნნეს მომწყდარნი ესე ცოდვითა. ხოლო რაჲთა არა დაგიკჳრდეს, სიკუდილი რაჲ გესმას, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "ვითარცა წერილ არს", ვითარმედ არა უცხოჲ რაჲმე ქმნილ არს, არამედ წინამოსწავებული წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართაჲთა. და კუალად, ვინაჲთგან მრავალთა მწვალებელთა მიერ საოცრად შერაცხილ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ, ამისდა ჭეშმარიტ მყოფელად ზედა-დაჰრთავს დაფლვასა, რამეთუ დაფლვაჲ დამამტკიცებელი არს სიკუდილისაჲ. ხოლო ეძიებდე თუ, ვითარმედ: სადა წერილ არს სიკუდილი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ უფლისაჲ, — სახეთაცა და სიტყუათაცა მიმართ წარგავლენს მოციქული; სახეთა მიმართ უკუე - იონაჲსსა, შთანთქმითურთ ვეშაპისა მიერ და უვნებელად გამოსლვითურთ მიერ, და მაყულისა მიმართ, რომელი-იგი იწუებოდა რაჲ და არა დაიწუებოდა, წინა-მოასწავებდა, ვითარ უფალი დაიფლვოდა და არა განიხრწნებოდა; და ვითარ-იგი საჭმელი, დანიელის მიერ მიცემული, იქმნა განმხეთქელ ვეშაპისა, ეგრეთვე უფალმან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის