მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:45

44. დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი.45. ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად.46. არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
45. ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:

თარგმანი: ესე წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად" (), ხოლო შემდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის