თარგმანი: ესე სიტყუაჲ სასწავლელად ყოველთა კაცთა უთქუამს, რაჲთა არავინ მიენდოს, ვითარმცა კმა-ეყოფოდა მას ხრწნილებისაგან მჴსნელად აღდგომაჲ იგი საუკუნოჲ, არამედ პირველად გუამითა ამით მიწისაჲთა მოღუაწებით ჯერ-არს განმზადებაჲ მერმისა მის აღდგომისათჳს, რაჲთა არა საშჯელად საუკუნოდ, არამედ ცხორებად საუკუნოდ აღდგომილ ვიქმნნეთ. ხოლო შენ შეისწავე, ვითარმედ არა ზეცით მოღებასა იტყჳს უფლისა ჴორცთასა, სიტყჳსაებრ უგუნურთა მწვალებელთაჲსა, არცა კუალად ორ გუამად განჰყოფს ერთსა მას უქცეველსა ძესა, არამედ ვინაჲთგან უძლურებაჲ ესე ქუეყანისა ჴორცთა სულისა და გონებისაჲ ზეცისასა მას თანა შეეერთნეს გუამსა სიტყჳსასა და ერთგუამ იქმნნეს მის თანა, ამისთჳს უაღრესისა მისგან სახელ-სდვა უდარესსა ამასცა.
1 კორინთელთა მიმართ 15:47
46. არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი.47. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.48. ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15