თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ შესაძრწუნებელისა სწავლისაჲ არს, რამეთუ მერმესა მასცა აღდგომასა აწინდელთავე ამათ საქმეთა თანა-შეატყუებს, ვითარმედ: რომელნი ქუეყნისა ამის მიწისა ადამს მიემსგავსნენ საუფლოთა მცნებათა გარდამავალობითა, ესევითარნი-იგი შემდგომად ყოველთა აღდგომისა მკუდარვე არიან სიკუდილითა სულისაჲთა, რამეთუ საშჯელად და არა ცხორებად აღდგებიან, ხოლო რომელნი მეორესა ამას უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა პავლესებრ ებაძვებოდიან, იგინი მის თანავე იშუებდენ ცხორებითა საუკუნოჲთა.
47. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით.48. ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი.49. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15