თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს წარმოგითხარ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჴორცნი და სისხლნი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი ჩუენნი, სასუფეველსა ღმრთისასა ვერ დაგჳმკჳდრებენ. ესრეთ მოკლითა ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ყოველი ზემო წარმოთქუმული პირი მეტყუელებისა თჳსისაჲ. ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც" (). ცხად არს, ვითარმედ ჴორცად სახელ-სდებს ბოროტთა საქმეთა ჩუენთა.
1 კორინთელთა მიმართ 15:50
49. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ.50. ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს.51. აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ
1 კორინთელთა მიმართ თავი 15