თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს სიტყუასა მას სწავლისასა, სახედ შეყოღებულსა, ვითარმედ, ვითარ-იგი მსგავსებითა ადამის საქმეთაჲთა დავიმკჳდრეთ ხრწნილებისა იგი სახე მისი, ეგრეთვე ქრისტეს მსგავსებითა დაგუემკჳდრების ხატი იგი მისი წმიდაჲ და უხრწნელი.
მეთოდისი: ხატ მიწისაგანისა ადამისა იყო ესე, ვითარმედ: "მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე" (), ხოლო ხატ ზეცისა ქრისტესა — უხრწნელებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით.