მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:56

55. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?56. რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული.57. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
56. რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ საწერტელ სიკუდილისა — ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა — შჯული (15,56).:

თარგმანი: ვითარცა ღრიაკალი თავით თჳსით უნდოჲ და უძლური ცხოველი არს, არამედ ძალად თჳსსა იჴმარებს გესლსა მას საწერტელისა თჳსისასა, ეგრეთვე სიკუდილი თავით თჳსით უძლურ იყო, არა თუმცა მიეღო მას ძალად გესლი იგი ცოდვათა ჩუენთაჲ. და კუალად, ეგრეთვე ცოდვათა დაღაცათუ იყო, არამედ ცოდვად არა შერაცხილ იყო, ვითარცა საქმე ბნელისაჲ, დაფარული და უჩინოჲ, ვიდრემდის შორის-შემოსლვამან შჯულისამან განაქიქა და განაცხადა სივერაგე მისი, ესრეთ უკუე უმეცრებითსა ცოდვასა უძლურ, ხოლო მეცნიერებითსა - ძლიერ ეწოდების წერილთა მიერ. გარნა ესე ნუვის დაუკჳრდების, თუ ვითარ ძალ ცოდვისა იქმნა შჯული, არა ბუნებით ესევითარობისაგან თჳსისა, არამედ ბოროტად მჴუმეველისაგან მისისა, რამეთუ, ვითარ-იგი მოსლვაჲ ქრისტესი უმეტეს დასაშჯელ ექმნა არა-შემწყნარებელთა მისთა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ შჯულიცა, დამაცხრობელად და მამხილებელად მოცემული, არა შემწყნარებელთა მისთა ზედა უმეტესად დამამძიმებელ იქმნა ბრალთა მათ, მისგან მხილებულთა, და ესრეთ, ამით წესითა სიტყჳსაჲთა ძალ ცოდვისა სახელ-ედვა მას.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ საწერტელ სიკუდილისა — ცოდვაჲ, ხოლო ძალ სიკუდილისა — რჩულ (15,56).:

თარგმანი: რაჟამს-იგი რჩული იყო, მაშინ ცოდის რაჲ კაცმან, არღარა იყო შენდობაჲ, არამედ მოჰკლვიდეს და ესრეთ იქმნებოდა ცოდვაჲ საწერტელ სიკუდილისა. ესე იგი არს საწერტელ სასიკუდინო, რომელი მოჰკლავნ კაცთა, ვითარცა აქუნ კაცსა საწერტელი რაჲმე მახჳლი და, ვისცა მიამთხჳის, მოკლის. ეგრეთვე აქუნდა სიკუდილსა ცოდვაჲ საწერტელად და არა უტევებდა კაცთა ცხორებად, ხოლო ძალი ესე აქუნდა რჩულისაგან, რომელი-იგი აყენებდა ცოდვასა. ხოლო ცოდის რაჲ ვინმე, მეყსეულად მოჰკლვიდა, გამო-რაჲ-ჩნდის. ამისთჳს სამართლად და ჭეშმარიტად მოციქულმან უწოდა ცოდვასა საწერტელ სიკუდილისა და თჳნიერ რჩულისა არა მისცა ძალი საწერტელს მას, რამეთუ, ვითარცა საწერტელი მახჳლი ეცეს რაჲ კაცსა ძლიერად, მოჰკლავს, ხოლო თჳნიერ მცემელისა არს თჳთ ჭურჭელ სიკუდილისა, არამედ ვერვის მოჰკლავს; ეგრეთვე ცოდვაჲ — საწერტელი იყო, სიკუდილისა მომატყუებელი სულისა, გარნა ვერ აქუნდა ესრეთ ძალი, ვიდრემდე მიიღო იგი რჩულმან და გამოჩინებითა მით თჳსითა და დაყენებითა მისგან კაცთაჲთა — ურჩთა მათთჳს ყო მტკიცე საწერტელ სიკუდილისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის