თარგმანი: ესე სტეფანა დედაკაცი იყო, გინა თუ ღმრთისმოშიშებითა უპირატესი ანუ თუ პირველად მიმთუალველი სიტყუასა სარწმუნოებისასა ყოველთა შორის მკჳდრთა ელადისათა, ვინაჲ-იგი იყვნეს აქაიელნი. რომლისათჳს კრძალულებისა ჩუენებად ჰლოცავს მათ, ვითარცა ღირსისა, რომელმან არა ხოლო თავისა თჳსისად, არამედ სახლეულთაცა თჳსთათჳს აღირჩია უფროჲს ყოველთა საშუებელთა სოფლისათა, რაჲთა მსახურად წმიდათა დააწესნენ თავნი თჳსნი.
14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.15. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი.16. რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16