მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:14

13. მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით;14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.15. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ (16,14).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ პირად-პირადად განწვალებულთა მათ მიმართ არს, ვითარმცა ძირად ყოველთა კეთილთა ამას დაჰნერგვიდა მათ შორის, ვითარმედ: ასწავებთ თუ გინა ისწავებთ, ჰმსთავრობთ ანუ სამთავრო ხართ, მოძღუარ ანუ მოწაფე ხართ, — ყოველივე ესე თქუენ მიერ სიყუარულით იქმნებოდენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის