მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 16:19

18. რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი.19. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით.20. გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16
19. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიაჲსანი (16,19).:

თარგმანი: შორიელთა ასოთა ქრისტეს გუამისათა ურთიერთას შეაერთებს, არა კითხვითა ოდენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოკითხვითაცა.

თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა (18,18).:

...ა არიან, რომელთა მრავალსა ადგილსა მოიჴსენებს მოციქული ებისტოლეთა შინა თჳსთა, ვითარმედ: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-მოქმედთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს" () და "გიკითხვენ თქუენ აკჳლა და პრისკილა" ().

და მიიწია ეფესოდ. იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ, და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად, და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (18,19-21).

თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქუმაჲ იგი და ისწრაფა წარსლვად, რაჲთა იერუსალემს დაემთხჳოს აღსრულებად დღესასწაულსა პასექისასა.

შ...

სრულად ნახვა